ყველა

წლიური საერთაშორისო კონფერენცია

წლიური საერთაშორისო კონფერენცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მიმდინარე წლის 5-6-7 მარტს, წლიური საერთაშორისო კონფერენცია გამართა. კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მიზნით მნიშვნელოვან მიღწევებსა და გამოწვევებს. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში არსებული სიახლეები და პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები, ასევე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2023 წელს განხორციელებული და 2024 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები და აქტივობები.

ვრცლად

ტრენინგი თემაზე – პროფესიული განათლების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება

ტრენინგი თემაზე – პროფესიული განათლების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება

მიმდინარე წლის 26 თებერვალს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, კოლეჯ ბარაკონში პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება. შეხვედრას უძღვებოდნენ ტრენერები მანანა თურქაძე და ია გიგიბერია. შეხვედრას ესწრებოდნენ, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე ქეთევან ციხისელი და…

ვრცლად

ვიზიტი საქართველოს პარლანტში

ვიზიტი საქართველოს პარლანტში

ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, კოლეჯი ბარაკონის პროფესიული სტუდენტები იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში. პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ სიღრმისეული ინფორმაცია საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში პარლამენტის საქმიანობის შესახებ.

ვრცლად

დიპლომების გადაცემა

დიპლომების გადაცემა

საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომები გადაეცათ. კოლეჯი ბარაკონი ულოცავს საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს და მათ წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.

ვრცლად

შეხვედრა თემაზე “ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების სისტემური გაძლიერება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში”

შეხვედრა თემაზე “ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების სისტემური გაძლიერება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში”

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა თემაზე – ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების (ციფრული მართვა, ინოვაციური პედაგოგიკა და სხვ.) სისტემური გაძლიერება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯი ბარაკონის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ჭითანავა და დირექტორის მოადგილე ნინო ბოკერია.

ვრცლად

დამსაქმებელთან შეხვედრა

დამსაქმებელთან შეხვედრა

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან „ავერსი-ფარმას“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო პროფესიული სტუდენტებისთვის კომპანიის საქმიანობის გაცნობა და ვაკანსიებისა და ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზება. კომპანიის წარმომადგენლებმა ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს მათი საქმიანობა და შესთავაზეს დასაქმება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კოლეჯი ბარაკონი და ავერსი-ფარმა უკვე ათი წელია თანამშრომლობენ ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში და ერთობლივი…

ვრცლად

შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

პერსონალის კვლევის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი მიგნებებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 14 დეკემბერს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან ჩატარდა შეხვედრა თემაზე “სასწავლო პროცესის მართვა თანამედროვე მიდგომებით”. შეხვედრა განხორციელდა კოლეჯის მართვისა და ადამიანური რესურსის განვითარების მიზნით. შეხვედრას წარუძღვა კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – ნინო ჭითანავა.

ვრცლად

ტრენინგი თემაზე „პროფესიული გადაწვა“

ტრენინგი თემაზე „პროფესიული გადაწვა“

პერსონალის კვლევის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი მიგნებებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 14 დეკემბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პროფესიული გადაწვა“. ტრენინგის მიზანი იყო იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც „პროფესიული გადაწვის“ პრევენციისთვის ან/და მართვისთვისაა საჭირო. ტრენინგს წარუძღვა მოწვეული სპეციალისტი ფსიქოთერაპევტი – ქეთევან ბუჯიაშვილი.

ვრცლად

დამსაქმებელთან შეხვედრა

დამსაქმებელთან შეხვედრა

მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან, კორპორაცია „გეფას“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო სტუდენტებისთვის კომპანიის საქმიანობის გაცნობა და ვაკანსიებისა და ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზება. კორპორაციის წარმომადგენლებმა ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს კორპორაციის საქმიანობა და შესთავაზეს მათთან დასაქმება. კორპორაცია „გეფა“ აერთიანებს 400 – მდე “ფარმადეპოს” და “ჯპს-ის”აფთიაქს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კოლეჯი ბარაკონი და კორპორაცია „გეფა“…

ვრცლად

სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია

სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია

მიმდინარე წლის 07 დეკემბერს, საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თ.დეკანოსიძის სახელობის ჰისტოპათოლოგიის ლაბორატორიას სტუმრობდნენ.

ვრცლად