მოგესალმებით

    

კოლეჯი ბარაკონი არის ავტორიზებული საზოგადოებრივი კოლეჯი, რომელიც ახორციელებს I, II, III, IV და V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს.

კოლეჯი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით ,,პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებით, კოლეჯის შინაგანაწესით და წესდებით.

კოლეჯის მიზანია:

საქართველოს მოსახლეობის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, შრომის ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდა.

კოლეჯის ამოცანებია:

შეიმუშაოს კვალიფიციური, მაღალი სტანდარტის პროფესიული საგანმანათლებლო და განვითარების პროგრამები. უზრუნველყოს სათანადო სასწავლო გარემო. მიანიჭოს პროფესიული კვალიფიკაციები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები და განვითარების პროგრამების ათვისების დამადასტურებელი სერთიფიკატები.


კოლეჯის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ!